ახალი ამბები
15 წლამდე ასაკის გოგოს ცხინვალში მეზობლის დედამ და ბებიამ სცემეს
ცხინვალში არასრულწლოვანს ქალაქის ორმა მკვიდრმა, 51 და 28 წლის მოქალაქეებმა სცემეს.

როგორც სააგენტო ,,რესი'' იუწყება, მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის შესახებ პოლიციას (მილიცია) დაშავებული მოზარდის დედამ აცნობა.

სააგენტოს ცნობით, 15 წლამდე ასაკის გოგონას მუცლის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნება.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ბავშვის ცემას წინ უძღოდა მოზარდებს შორის კონფლიქტი:

"დადგინდა, რომ მანამდე ერთ-ერთ ეზოში ორი მეზობლის შვილს შორის კონფლიქტი მოხდა. მოგვიანებით, საქმეში ერთ-ერთი მოზარდის დედა და ბებია ჩაერივნენ. შემთხვევის შედეგად,  გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია ანგარიშში.

დაზიანების სიმძიმის დასადგენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები