ახალი ამბები
გორის სოფელ ხიდისთავში სადენებს ცეცხლი გაუჩნდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სადენებს ცეცხლი გაუჩნდა.

ცეცხლის გაჩენამდე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, აფეთქებისა ხმა გაიგეს, შემდეგ კი თეთრი კვამლი დაინახეს.

სადენები ჩამოწყდა, ცეცხლი კი ბალახზე გადავიდა.

შემთხვევა ე.წ. აზნეფთის გზაზე მოხდა. გამვლელებმა სახანძრო სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები ერთმანეთთან საკმაოდ დაშორებულია და ახალი დასახლებაა.

,,ჯერ დიდი ხმა გავიგეთ, აფეთქების ხმა იყო, მერე თეთრი კვამლი ამოვიდა ბაღებიდან. თავიდან ვერ მივხვდით, რა იყო. დენიც ჩაქრა'' - გვითხრეს ადგილობრივებმა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები