ახალი ამბები
გორში სკვერის სიახლოვეს მამაკაცის უხამსი ქმედების გამო პოლიცია გამოიძახეს
გუშინ საღამოს, გორში, მამაკაცის უხამსი ქმედების გამო, პოლიცია გამოიძახეს.

ინფორმაციას გორის მკვიდრი ირმა მთიულიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, საჯარო სივრცეში, იმ სკვერის სიახლოვეს, სადაც ბავშვები თამაშობდნენ და გარეგანათება არ არის დამონტაჟებული, შეამჩნიეს მამაკაცი, რომელიც, ადგილობრვების ცნობით, უხამსი ქმედებით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით არასრულწლოვნების მიმართ:

,,გუშინ ისეთი ამბავი მოხდა. ერთ-ერთ სტადიონთან, სადაც არის სკვერი და საბავშვო ბაღი, სადაც მინიმუმ 25 ბავშვი თამაშობდა, ამ დროს ვიღაც ... ბავშვების მიმართულებით საშინელებებს აკეთებდა, არ ხდება კარგი ამბები და შეგნებულად არ ვამბობ, იმიტომ, რომ საქმეში ჩართულია შსს, არასრულწლოვანი ბავშვები და მომსწრე ვარ, რაც მოხდა.'' - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

როგორც ირმა მთიულიშვილი გვიყვება, მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ ყვირილი ატეხა და ბავშვებმა ტირილი დაიწყეს, მამაკაცი ტერიტორიიდან გაიქცა.

,,მოვიდა პოლიცია, დაიწყეს ტერიორიის დათვალიერება. აღმოჩნდა, რომ საბავშვო ბაღის სიახლოვეს კამერებიც კი არ აყენია. მთელი მოსახლეობა გაგიჟებული იყო. ყველა შეშინებული და დაზაფრული იყო'' - გვითხრა ირმა მთიულიშვილმა.

,,აუცილებელია ასეთ ადგილებზე მუდმივად იყოს კონტროლი. ელემენტარულად გარეგანათება დააყენონ, რომ ასეთი რამ ვეღარავინ გაბედოს. როგორც კი დაღამდება, ჩაბნელებულია ყველაფერი. ბავშვებს კი სახლებში ვერ გამოვკეტავთ. '' - აღნიშნავს ირმა მთიულიშვილი.

იგი მიმართავს შესაბამის ორგანოებს, რომ მეტი პრევენციისთვის ბავშვთა დასასვენებელი სივრცეები გარეგანათებით იყოს უზრუნველყოფილი. პოლიციამ ფატთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები