ახალი ამბები
"დიდი ბაზარი" ცხინვალში / ფოტო
ბაზარი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი ოჯახებიდან გამოტანილი პროდუქტები - ხელით ამოყვანილი ყველი, რძე, ხორცი, ხილი და ბოსტნეული.



ყველა პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა. ფასები არ არის იაფი. გამყიდველები ხშირად თავად არიან ფერმერები, ძალიან სწყინთ მყიდველის ფრაზა - "ძალიან ძვირია".



მაშინვე მოგიყვებიან, თუ რა გზას გადიან, დაწყებული ხბოს შეძენით, მერე ძროხის მოვლით, რძის მოწველით, მაღალმთიან სოფლებიდან გზის გავლით ქალაქამდე და ა.შ.



და თქვენ ჩუმად გაუწოდებთ 1000 რუბლს (1 რუბლი = 0,03 ლარი) ) თითო კილოგრამ ყველისთვის. ეს  არ ნიშნავს, რომ ბაზარზე ფასებზე ვაჭრობა აკრძალულია. ხშირად ეს არის მხიარული იუმორისტული პრელუდია კალათის შევსების პროცესში.



ფოტო და ტექსტი ალან ქობესოვი - ბლოგერი (,,ოსეთი ახლა'')
Print

სტატიის გამოყენების პირობები