ახალი ამბები
უკრაინული გუნდის ფეხბურთელებმა გორში პირველი ვარჯიში უკვე გამართეს
უკრაინული ქალაქ პოლტავას გუნდის ,,ვორსკლას'' ფხბურთელები უკვე გორში არიან.

მათ პირველი ვარჯიში ,,დილას'' კუთვნილ სტადიონზე გამართეს, რომელიც ,,ახალბაღის'' ტერიტორიაზე მდებარეობს.

გორში უეფას კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩის განმეორებითი შეხვედრა 3 აგვისტოს გაიმართება.

გორის ,,დილა'' უკრაინულ გუნდს, პოლტავას ,,ვორსკლას'' შეხვდება. გასვლითი მატჩი პოლონეთში ,,დილას'' დამარცხებით 2:1 დასრულდა.

უკრანული მედიის ცნობით, გორში გამართულ შეხვედრაზე იტალიელი მსაჯები იქნებიან.

პირველ საკვალიფიკაციო მატჩში ,,დილამ'' სლოვაკური გუნდი ,,დუნაისკა სტრედა'' ორი შეხვედრის ანგარიშის მიხედვით დაამარცხა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები