ახალი ამბები
გორის მესამე სკოლის კურსდამთავრებულმა თეო კირაძემ ინგლისურ ენაში მაქსიმალური 70 ქულა მიიღო
გორელმა აბიტურიენტმა თეო კირაძემ ეროვნული გამოცდებში, ინგლისურ ენაში მაქსიმალური 70 ქულა აიღო. ის გორის მე-3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია და სურს სწავლა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძოს. ფიქრობს, რომ სტუდენტური ცხოვრებაც ისეთივე მრავალფეროვანი და საინტერესო ექნება, როგორც აბიტურიენტობა ჰქონდა.

"ცხადია, ძალზე რთული იყო დასახული მიზნისკენ მიმავალი გზა, თუმცა შესანიშნავი მასწავლებლებისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით სასურველ შედეგს მივაღწიე. ბავშვობიდან ძალიან მომწონდა უცხო ენები. რუსულს და ინგლისურს კარგად ვფლობ. საკმაოდ ადრეული ასაკიდან დავიწყე მათი ათვისება, რაშიც მშობლებიც და მასწავლებლებიც, ხელს მიწყობდნენ"-ამბობს თეო კირაძე.

თეო გორში დაიბადა და ბავშვობაც ამ ქალაქში გაატარა. სკოლაში უცხო ენების გარდა სხვა საგნებსაც წარმატებით ეუფლებოდა.

"ბავშვობაში ფსიქოლოგობაზე არც მიფიქრა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროფესია მეტ-ნაკლებად შევისწავლე, მივხვდი, რომ ჩემთვის იდეალური პროფესიაა"-აღნიშნავს თეო კირაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები