ახალი ამბები
გორის მერიამ 5 სოფელი შეარჩია, სადაც ერთ წელიწადში გზები მოასფალტდება
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 სოფელი შეარჩია, სადაც სავარაუდოდ წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში გზები მოასფალტდება.

ამის შესახებ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში საპროექტო სამუშაოები დაიწყო. პროექტები მზად 1 ოქტომბრამდე იქნება, შემდეგ კი ტენდერები გამოცხადდება.

გზების მოასფალტება დაგეგმილია შემდეგ ტერიტორიაზე:

1. ხიდისთავი შიდა საუბნო გზა 1 000 000 ლარი. (1500 გრძ.მ) 
2. მუმლაანთკარის მისასვლელი გზა - 400 000 ლარი. (800 გრძ.მ)
3. მარანა - ტყვიავის გზა - 1 500 000 ლარი. (2300 გრძ.მ)
4. საქაშეთის დევნილთა დასახლება შიდა გზები - 1000 000 ლარი. ( 1500 გრძ.მ)
5. ბერბუკის შიდა საუბნო გზები - 600 000 ლარი (900გრძ.მ)
Print

სტატიის გამოყენების პირობები