ახალი ამბები
სკრელმა ჯემალ ბალიაშვილმა ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მაქსიმალური 51-დან 51 ქულა მიიღო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ჯემალ ბალიაშვილმა ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მაქსიმალური 51-დან 51 ქულა მიიღო

ჯემალი ამავე დროს ოქროსმედალოსანია.

წარმატებული ახალგაზრდა სოფელ სკრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. სკოლის მათემატიკის მასწავლებელი კი პავლე სართანიაა.

„ჯემალი ჩვენი სკოლის ოქროსმედალოსანია და ვამაყობთ, რომ მან მათემატიკაში, ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოცდაში, უმაღლესი ქულა აიღო. ჯემალის წარმატების მიღწევაში უდიდესია მისი პედაგოგის როლიც“, - „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა სკრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლანა ფერაძემ.

ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში, მათემატიკასა და ისტორიაში.

შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები