ახალი ამბები
გორის ,,დილასა'' და უკრაინულ ,,ვორსკლას'' მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია
გორის ,,დილასა'' და უკრაინულ ,,ვორსკლას'' შორის დაგეგმილი მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის სალაროში ბილეთების შეძენის მსურველთა რაოდენობა არ წყდება.

ერთი ბილეთი 5 ლარი ღირდა. სალოსთან არიან ასევე გადამყიდველები, რომლებიც მოქალაქეებს ბილეთებს 10 ლარად სთავაზობენ.

გორში უეფას კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩის განმეორებითი შეხვედრა 3 აგვისტოს გაიმართება.

დღეს გორის ,,დილა'' უკრაინულ გუნდს, პოლტავას ,,ვორსკლას'' შეხვდება. გასვლითი მატჩი პოლონეთში ,,დილას'' დამარცხებით 2:1 დასრულდა.

უკრანული მედიის ცნობით, გორში გამართულ შეხვედრაზე იტალიელი მსაჯები იქნებიან.

პირველ საკვალიფიკაციო მატჩში ,,დილამ'' სლოვაკური გუნდი ,,დუნაისკა სტრედა'' ორი შეხვედრის ანგარიშის მიხედვით დაამარცხა.

დღევანდელ მატჩში გამარჯვებული კი მესამე საკვალიფიკაციო შეხვედრაზე მიიღებს მონაწილეობას.

ქვემოთ ფოტოზე: უკრაინის გუნდის ფეხბურთელები გორში

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები