ახალი ამბები
გორის ტერიტორიაზე სიჩქარის გადაჭარბებისათვის 3 თვეში 50 106 ჯარიმა დაიწერა
შიდა ქართლში ბოლო 3 თვეში 5 მლნ ლარზე მეტის ვიდეოჯარიმები დაიწერა

2023 წლის მეორე კვარტალში სულ 92 771 ვიდეოჯარიმა დაიწერა - ჯამში 5 213 200 ლარის ოდენობის. ამის შესახებ, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნულია, რომ ჯარიმების უმრავლესობა დაწერილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევის გამო, რაც გულისხმობს სიჩქარის გადაჭარბებას და ითვალისწინებს ჯარიმას 50 ლარიდან 400 ლარამდე.

ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა დაწერილია გორში (50 106), შემდეგ ხაშურში (27 736) და ქარელში (8 085). ყველაზე ცოტა კასპში (6 841).
Print

სტატიის გამოყენების პირობები