ახალი ამბები
რაჭაში დამეწყრილ ტერიტორიაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
შსს-ს ცნობით, რაჭაში, დამეწყრილ ტერიტორიაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

პრეს-სამსახურის განცხადებით, ცხედრები მიწის მასის დამუშავებისას ნახეს.

დაღუპულის შესახებ ცნობა თავდაპირველად „მთის ამბებმა" გაავრცელა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა შოვიდან ადამიანების ევაკუაცია რამდენიმე საათის წინ დაიწყეს.

ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები