ახალი ამბები
გუდალეთი-წიფორის გზაზე წუხელ მომხდარ ავარიისას ქალი დაიღუპა
კასპის მუნიციპალიტეტის მთიან სოფლების წიფორი-გუდალეთის გზაზე ავარია მოხდა.

შემთხვევა 3 აგვისტოს ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, მანქანა წიფორის მხრიდან მოდიოდა და გადაბრუნდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარების მანქანები, ასევე პოლიცია.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები