ახალი ამბები
შოვის ტრაგედიის გამო გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაუქმდა
შოვის ტრაგედიის გამო გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაუქმდა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, დღევანდელ სიტუაციაში ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯები მოიყოლა. ბოლო მონაცემებით [4 აგვისტო, 12:00] ცნობილია, რომ სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 35 ადამიანთან კი დაკავშირება ვერ ხერხდება.

შსს-ს თქმით, "სტიქიის ზონაში, მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები".

მთავარი ფოტო: ბათუმელები/ნეტგაზეთი

Print

სტატიის გამოყენების პირობები