ახალი ამბები
ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით პარტია "ლელოს" ლიდერები შინდისში იმყოფებოდნენ
რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, პარტია "ლელოს" ლიდერები შინდისში იმყოფებოდნენ. მათ გმირულად დაღუპული 17 ჯარისკაცის საფლავი შეამკეს ყვავილებით. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ეს ტრაგედია დღემდე გრძელდება, რადგან კვლავ ოკუპირებულია ქვეყნის 20% და გამყოფ ხაზთან, ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.

,,დღეს შესრულდა 15 წელი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, აქტიური სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან საქართველოში, რომელსაც მოჰყვა უამრავი მსხვერპლი. ეს ტრაგედია დღესაც გრძელდება, იმიტომ, რომ ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%. დღესაც ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დღესაც ჩვენი თანამოქალაქეები ვერ ახერხებენ, დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრისებს, მაგრამ ეს უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მშვიდობიანი ძალისხმევით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები