ახალი ამბები
7 აგვისტო - ,,სანთლების აქცია'' გორში
გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო.

მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ინსტალაცია, სადაც გამოსახული იყო აგვისტოს ომში დაღუპული, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების სახელები და გვარები.

"პირველ რიგში ღრმა მწუხარებას გამოვხატავ რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 2008 წლის აგვისტო. 15 წლის წინ გორმა განსაკუთრებით მძიმე დღეები გამოიარა. აქ, ამ ადგილას, ტრადიციულად ყოველ წელს ვიკრიბებით და პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა. ყოველთვის ვიამაყებთ ამ ადამიანებით, ქედს ვიხრი მათ წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს." - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან სომონ გულედანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად მემორიალი გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები