ახალი ამბები
ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში დაკარგულად მიიჩნეოდა, კონტაქტზე გამოვიდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში მომხდარი სტიქიის გამო დაკარგულად მიიჩნეოდა, კონტაქტზე გამოვიდა.

პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ.

რაჭაში, შოვში, დამეწყრილ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე 19 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები