ახალი ამბები
რატომ გაკეთდა სოფელ ხიდისთავის თავზე მიწის კარიერი - გარემოს დაცვა ინფორმაციას არ გასცემს
მესამე თვე სრულდება, რაც გარემოს დაცვის სამინისტრო, კერძოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ინფორმაციას არ გასცემს, თუ რატომ გაკეთდა მიწის კარიერი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში.

წერილი დეპარტამენტში 2023 წლის 19 ივნისს მიიღეს, მაგრამ პასუხი დღემდე არ გაცემულა.

უხვი ნალექების პერიოდში
,
სოფლის იმ ნაწილში, რომელიც მთის ფერდობზეა გაშენებული, მუდმივად ნიაღვარი მოდის. კარიერიდან ჩამოტანილი წყალი და ქვიშა შემდეგ ეზოებში შედის და აღწევს გორი-ატენი-უფლისციხის მაგისტრალამდე.

ამ ნიაღვრის გამო საპოლიციო მოძრავ საგუშაგოს ლოკაციის ადგილის შეცვლად კი უწევს. მთავარი ფოტო კი გადაღებულია სუს-ის რეგიონალური უფროსის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან.



ინფორმაციის გადასამოწმებლად თავდაპირველად მონაცემთა ბაზებში ლიცენზიის შესახებ მასალების მოძიება დავიწყეთ, თუმცა არც ერთ ოფიციალურ საიტზე მსგავსი ინფორმაცია არ მოიძებნებოდა.

ამის შემდეგ 19 ივნისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მივმართეთ ფოტოილუსტრაციით.

ასევე საჯარო რეესტრის რუკაზე მოძიებული ინფორმაციით, ტერიტორია არ წარმოადგენს ვინმეს კერძო საკუთრებას. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები