ახალი ამბები
ხაშურში ბიზნესმენები დისკოთეკას მართავენ - ქვეყანა კი კვლავ სტიქიას ებრძვის
12 აგვისტოს საღამოს 20 საათიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში დისკოთეკა ტარდება.

დისკოთეკას მართავს ,,დიჯეი ვალენტინი''.



როგორც ხაშურის ტელევიზია იუწყება, დიჯეი ვალენტინი მიწვეულია ბიზნესმენების ლადო გოგალაძისა და ივანე გელაშვილის მიერ. ბიზნესმენები წარმოადგენენ კომპანია ,,ელისს'', რომელმაც სოფელში სკვერი ,,ზღაპრის ქოხი'' მოაწყო.

უფრო მეტიც, დისკოთეკის გამართვის შესახებ, ,,ზღაპრის ქოხმა'' ინფორმაცია 7 აგვისტოს დააანონსა.



რამდენიმე მოქალაქე წერს, რომ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ დაღუპულებს ეძებენ, ასეთი ღონისძიებების გამართვა სამარცხვინოა.

3 აგვისტოს რაჭარში კურორტ შოვში ღვარცოფის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, საძიებო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები