ახალი ამბები
სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 60% უკვე გადამოწმებულია - ეძებენ 9 დაკარგულს
სტიქიიდან მეათე დღეს რაჭაში დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საძიებო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, კურორტ შოვში, მაშველებმა უკვე შეამოწმეს ტერიტორიის 60%.

"18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები, კერძოდ ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიასა და მდინარის კალაპოტების 54 კილომეტრიან მონაკვეთში. რაც შეეხება გარდაცვლილების სტატისტიკას, არ შეცვლილა. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, საძიებო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ნანახი იქნა ადამიანის ცალკეული 4 ფრაგმენტი", – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები