ახალი ამბები
შსს-ს ცნობით, რაჭაში სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90 % გადამოწმებულია - ეძებენ 8 დაკარგულს
დღევანდელი მონაცემებით, რაჭაში სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია. ეძებენ დაკარგულ 8 ადამიანს.

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. დღემდე ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები