ახალი ამბები
4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ბრალდებულს, რომელიც ქვეითთა გადასასვლელზე ველოსიპედისტს დაეჯახა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მძღოლს, რომელიც ქვეითთა გადასასვლელზე ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს დაეჯახა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლო კოლეგიამ 2023 წლის 6 ივლისს მიიღო. იგივე პოზიცია ჰქონდა გორისა და სააპელაციო სასამართლოებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში 2021 წლის 21 ივნისს საღამოს დაახლოებით 21:40 სთ-ზე მოხდა.

პროკურორ ია მეფარიშვილის განცხადებით, მძღოლმა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნა და ქვეითთა გადასასვლელზე შეეჯახა ველოსიპედით მოძრავ ადამიანს. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი გადაიყვანეს საავადმყოფოში. თითქმის ორთვიანი მკურნალობის შემდეგ 2021 წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები