ახალი ამბები
მძღოლი, რომელიც გორის ავტობანზე საპირისპირო მიმართულების ზოლში მოძრაობდა, დააჯარიმეს
მძღოლი, რომელიც გორის ავტობანზე საპირისპირო მიმართულების ზოლში მოძრაობდა, თანაც მაღალი სიჩქარით, დააჯარიმეს.

ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პირი იდენტიფიცირებულია, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

ოქმის მიხედვით, პირი დაჯარიმდა 125-ე მუხლის მე-9 ორი პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს:

,,შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა''

აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს 200-ლარიან ჯარიმას.

კადრები გუშინ, 15 აგვისტოს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

,,ფორსაჟი 11 არ გეგონოთ. ეს გუშინ მოხდა, გორთან, ავტომაგისტრალზე. თქვენი აზრით, ასეთ ქმედებაზე მარტო ჯარიმა უნდა იყოს?", - წერს სოციალურ ქსელში გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს"
Print

სტატიის გამოყენების პირობები