ახალი ამბები
სურამში ყოფილი სანატორიუმის შენობა დაიწვა
სურამში ყოფილი სანატორიუმის შენობა დაიწვა.

როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, ხანძრის ჩასაქარობადა სახანძრო-სამაშველო სამსახურს დიდი დრო დასჭირდა.

,,ადგილზე მობილიზებული იყო მთელი შიდა ქართლის სახანძრო მანქანები. ეს შენობა თითქმის მთლიანად ხის მასალისგან იყო გაკეთებული, ამიტომ, ვიდრე ბოლომდე არ დაიწვა, ვერც შეძლეს ჩაქრობა'' - წერენ ადგილობრივები.

სანატორიუმი ჩუმათელეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მოსახლეობის ცნობით, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ყოფილ სანატორიუმის შენობაში არავინ ცხოვრობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები