ახალი ამბები
ბათუმში დაიღუპა გორელი ბიჭი, რომელსაც ზღვაში სკუტერი დაეჯახა
ბათუმში დაიღუპა 25 წლის ბიჭი, რომელსაც 16 აგვისტოს, ზღვაში სკუტერი დაეჯახა.

ახალაზრდა მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში ცხოვრობდა.

როგორც თვითმხილველმა "ბათუმელებს" უთხრა, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

,,ბათუმელების'' ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები