ახალი ამბები
გორში მშენებარე ობიექტზე მუშა დაშავდა
გორში მშენებარე ობიქტზე მუშა დაშავდა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

აღნიშნულ მუხლს ორი ნაწილი აქვს. შს სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ამ ეტაპზე, მხოლოდ კონკრეტული მუხლის დასახელება შეუძლიათ.

ობიექტი დიმიტრი ამილახვრის ქუჩაზე მდებარეობს, მიწის ნაკვეთი ეკუთვნის შპს ,,სავანელს''.

ობიექტზე მომუშავე პირებს მომხდარის შესახებ არ სურთ საუბარი.

ფოტომასალიდან ჩანს, რომ ობიექტზე მიმდინარეობს საძირკველის მომზადება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები