ახალი ამბები
,,მატარებლების მოძრაობა შეფერხებული არ არის'' - საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, მატარებლების მოძრაობა შეფერხებული არ არის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დროებით იყო შეფერხებული თბილისი-ბორჯომის, ბათუმი-თბილისისა და თბილისი-ბათუმის მატარებლები.

დღეს დილით გამთენისაას, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა.

,,ქვათაცვენის ადგილზე, მუშაობენ გეოლოგები და შესაბამისი სპეციალისტები, რომელთა კომპეტენტური დასკვნის შესაბამისად დაიგეგმება მძიმე ტექნიკის მუშაობის და გაწმენდითი სამუშაოების მეთოდოლოგია.'' - აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები