ახალი ამბები
,,დილა'' ევროპულ ტურნირს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ გამოეთიშა
გორის ,,დილა'' უეფას კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო განმეორებით მატჩში კვიპროსში ,,აპოელთან'' 1:0 დამარცხდა.

,,მადლობა მთელ საქართველოს გვერდში დგომისა და გულშემატკივრობისთვის'' - ასე გამოემშვიდობა გუნდი ევროპულ ტურნირს.

გულშემატკივრები პირდაპირი ტრანსლაციის საყურებლად გორის თეატრის ეზოში იყვნენ შეკრებილნი.

მანამდე  ,,დილამ'' ორი ეტაპი წარმატებით გადალახა. ჯერ 3 აგვისტოს, კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში უკრაინის "ვორსკლას" მოუგეს ანგარიშით 3:1.

ორი შეხვედრის ჯამშიც იმარჯვეს - 4:3 და მესამე ეტაპის საგზური მოიპოვეს.

პირველ ეტაპზე კი, 20 ივლისს, გორში ,,დილამ'' 2:0 დაამარცხა სლოვაკეთის ,,დუნაისკა სტრედა''.

კოფერენს ლიგა - 2021 წლის ზაფხულში შეიქმნა და ევროპულ ტურნირს. ფორმატით ის ჩემპიონთა ლიგის ანალოგად ითვლება.

ტარდება უეფა-ს მიერ ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით. კონფერენს ლიგა ევროპაში რანგით მესამე ტურნირია ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები