ახალი ამბები
გორის ,,ახალბაღის'' პარკის რეაბილიტაციისთვის უკვე 6,2 მლნ ლარი დაიხარჯა
გორის ,,ახალბაღის'' პარკის რეაბილიტაციისთვის უკვე 6,2 მლნ ლარი დაიხარჯა. ასათვისებელი დარჩა 2.7 მლნ ლარი.

კომპანია ,,ავარდი'' სამუშაოების დასრულებას 2023 წლის შემოდგომით აპირებს.

ფოტო კი გადაღებულია დღეს პარკის ცენტრალურ ნაწილში.

პარკის რეაბილიტაცია 2021 წლის 22 ივნისს დაიწყო. დამკვეთია მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხოლო თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. რეაბილიტაცია 2023 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო.

როგორია დაპირება:

რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას; ახალი საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების დ სპორტული ზონის მოწყობას; მიმდინარეობს არსებული ხელოვნური ტბის და პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არსებული 2 შადრევნის რეაბილიტაციას.

პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. შეიქმნება ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც განახლებულ პარკს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე, მთელი ქალაქის მოსახლეობისთვის.

პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ისე ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები