ახალი ამბები
გორში კიდევ ერთხელ აიღეს გარემოვაჭრეთა დახლები
გორში გურამიშვილის ქუჩაზე დახლები კიდევ ერთხელ აიღეს.

გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება.

გორის მერიის განცხადებით, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების და ანტისანიტარიის აღმოფხვრის მიზნით, ჭავჭავაძის გამზირი და გურამიშვილის ქუჩა გარემოვაჭრეების მიერ უნებართვოდ განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს.

,,გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები არაერთხელ გააფრთხილეს დაეცვათ კანონი და გაეთავისუფლებინათ აღნიშნული ტერიტორიები. გორის მუნიციპალიტეტის მერია გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიულ ფართებს ქალაქის სხვადასხვა ბაზრებში სთავაზობს, სადაც ისინი სპეციალური შეღავათებითაც ისარგებლებენ. გარე ვაჭრობით გარდა კანონის დარღვევისა მახინჯდება ქალაქის იერსახე, ნაგვიანდება ქუჩები, იქმნება საშინელი ანტისანიტარია და საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები