ახალი ამბები
სასმელი წყლის მოთხოვნით გორში საპროტესტო აქცია გაიმართა
სასმელი წყლის მოთხოვნით გორში საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, წყალი ბინებში, განსაკუთრებით კორპუსებში მცხოვრებლებს გრაფიკითაც აღარ მოეწოდებათ.

მოქალაქეებმა გზაც გადაკეტეს, თუმცა პოლიციამ გზის გახსნა დაახლოებით 15 წუთში მოახერხა.

რატომ არ არის წყალი ვერხვების უბანში? გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტიქიის დროს, სათავე ნაგებობა დაზიანდა.

კონკრეტულად, რა არის დაზიანებული, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მედიისთვის უცნობი დარჩა.

გორის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა ვარიანში მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები