ახალი ამბები
გორში გარემოვაჭრეებს სოლიდარობა უფლებადამცველებმა გამოუცხადეს
გორში გარემოვაჭრეებს სოლიდარობა უფლებადამცველებმა გამოუცხადეს.

ამ მიზნით თბილისიდან გირჩის წარმომადგენელი ბადრი გრიგალაშვილი და უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ჩავიდნენ.

დღეს გარემოვაჭრეებმა კიდევ ერთხელ სცადეს აკრძალული საქმიანობის აღდგენა.

სოლიდარობის ნიშნად გარევაჭრობა ლაშა ჩხარტიშვილმა და ბადრი გრიგალაშვილმაც დაიწყეს.

შეგახსენებთ, 19 აგვისტოდან გორის ცენტრში, გურამიშვილის ქუჩაზე გარევაჭრობა აიკრძალა. გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის ფიზირკური დაპირისპირება მოხდა.

მერიის განცხადებით, გარემოვაჭრეებს ალეტერნატიული ადგილი სხვაგან შესთავაზეს, სადაც 1 წლის განმავლობაში, გადასახადს არ გადაიხდიან.

გარემოვაჭრეების თქმით, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე, მათ საქმიანობას პერსპექტივა არ უწერია. ახალი ბაზარი მდებარეობს ქალაქის გარეუბანში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები