ახალი ამბები
21-22 აგვისტოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 და 22 აგვისტოს უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

,,მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.'' - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები