ახალი ამბები
,,დილას'' მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო ბათუმის ,,დინამოში'' მიიწვიეს
გორის ,,დილას'' მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო ბათუმის ,,დინამოში'' მიიწვიეს.

სპორტული გამოცემა Geo Team-ის ცნობით, ბათუმის ,,დინამოს'' პრეზიდენტსა და დემჩენკოს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს:

"99.9% შეთანხმებას მივაღწიეთ ანდრეი დემჩენკოსთან. მალე ყველაფერი გაოფიციალურდება. ამ მომენტში ერთადერთ მწვრთნელს ველაპარაკებით და ეს ანდრეი დემჩენკოა" - განუცხადა სპორტულ გამოცემას ,,დინამოს'' პრეზიდენტმა აჩი ბერიძემ.

Geo Team- ი ასევე ესაუბრა გორის ,,დილას'' აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ჯოხაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ დემჩენკოსთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მათთვის ცნობილი არ იყო.

21 აგვისტოს უკრაინელი მწვრთნელი ანდრეი დემჩებკო ეროვნული ლიგა-ს მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები