ახალი ამბები
ერთ-ერთი ბაზრობა, რომელიც გორის მერიამ გარემოვაჭრეებს შესთავაზა
დახლები ივსება იმ ერთ-ერთი ბაზრობაზე, რომელიც გორის მერიამ გარემოვაჭრეებს შესთავაზა

შიო მღვიმელის ქუჩაზე ამ დრომდე დახლები ცარიელი იყო.

მერიის ცნობით, გარემოვაჭრეებისთვის სამი ბაზრის ტერიტორიაა შეთავაზებული.

მერიამ წარმოადგინა ალტერნატიულ ფართების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ:

ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ ბაზარი

შიო მღვიმელის ქუჩა N1 - ის მიმდებარედ არსებული სავაჭრო სივრცე

26 მაისის სანაპიროზე მდებარე ბაზარი - "გეორგია"

განიხილება სხვადასხვა სავაჭრო სივრცეების შეთავაზებაც.

როგორც მოვაჭრეები აცხადებდნენ, განიხილებოდა სწორედ ქართლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაც.

,,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განუმარტეს გარემოვაჭრეებს, რომ ქალაქისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ისინი გარევაჭრობას ვეღარ გააგრძელებენ გურამიშვილის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს გააცნეს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები და კიდევ ერთხელ შესთავაზეს რამდენიმე ლოკაციაზე საქმიანობის გაგრძელება გარკვეული შეღავათებით. შეღავათების დაწესება განხორციელდება მერიის შუამდგომლობით. აღნიშნულ შეხვედრაზე გარე მოვაჭრეებმა მოითხოვეს ვადის გაგრძელება თავისი საქმიანობის არსებულ ქუჩებზე, რაზეც მერიისგან უარი მიიღეს. იქიდან გამომდინარე, რომ მათი თხოვნა არაერთხელ იქნა გათვალისწინებული, ასევე დაანონსებული იყო შესაბამისი ღონისძიების გატარება, როგორც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებისგან ასევე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები