ახალი ამბები
ჯარიაშენში რუსი სამხედროები გამყოფ ხაზს ნიშნავენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში რუსი სამხედროები ტრაქტორით გამყოფ ხაზს ნიშნავენ.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აცნობეს.

რუსი სამხედროები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების ფარგლებში მოქმედებენ. ევროკავშირის დამკვირვებლები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიის შიგნით სამხედროების შეღწევას არ ადასტურებენ.

დაახლოებით ერთი კვირაა სოფელ ჯარიაშენში რუსმა სამხედროებმა ტრაქტორით გამყოფი ხაზის მონიშვნა დაიწყეს.

ამის გამო ხეხილის ბაღები, რომლებსაც ჯარიაშენელები 2008 წლის აგვისტოს ომამდე ამუშავებდნენ, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, დაახლოებით 30 ჰა ფაქრთობი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კონტროლს დაექვემდებარება.

ჯარიაშენში ანალოგიური ხასიათის კამპანია ორი წლის წინ დაიწყო. 

2013 წლის მაისში რუსმა სამხედროებმა ჯარიაშენელები გააფრთხილეს, რომ გამყოფი ხაზის სიახლოვეს საგაზაფხულო სამუშაოები შეეჩერებინათ. იხ. ვიდეოარქივი აქ:

ავით ჯაყელის ფოტო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები