ახალი ამბები
კოცონი, იმიტირებული ქოხები და რუსული დღიურები რკონი-კლდეკარის გზაზე
რკონი-კლდეკარის ბილიკებზე მოლაშქრეებს უცნაური სანახაოებები დახვდათ.

ტურისტებს ბინტისგან გაკეთებული ჰქონდათ ქოხები, რომლის შუაში კოცონი ენთო. ერთ-ერთ კოცონთან რუსულენოვანი დღიურები იყო დატოვებული.

როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელმა ნიკო ჯავახიშვილმა გვითხრა, ასეთი რამ რამდენიმე ადგილას ნახეს, თუმცა ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს ფოტოებიც გადაუღო.



,,ბევრ ადგილას შემხვდა, თუმცა არ შევიმჩნიე, არ მინდოდა მოლაშქრეებში პანიკა გამომეწვია. სხვები შედარებით პატარები იყო'' - გვითხრა ნიკო ჯავახიშვილმა.

ფოტოებზე კი, რომელზეც ერთ-ერთ ადგილზე გადაუღო, ასახულია სწორედ ეს უცნაურობები:

,,ეს არის ბინტით დიდ სიმაღლეზე უცნაურად შემოფარგლული ხეები, ბინტის სახლის (ქოხის) იმიტაცია, ასევე დღიური მორზეს ანბანითა და წყევლით, რომელიც აშკარად ან დატოვეს ძალით, ან დარჩათ თუ არ ვიცი. ცალმხრივად რუსი ტურისტების კვალია'' - აცხადებს ექსპედიციის ხელმძღვანელი.

ნიკო ჯავახიშვილი წლებია თეძმის ხეობას სწავლობს. მისი წყალობით არაერთმა მოლაშქრემ იმოგზაურა რკონსა თუ მის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე, მისი წყალობით არართმა ადამიანმა გაიცნო თეძმისა და კავთურის ხეობის ისტორიული ადგილები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები