ახალი ამბები
გორის ,,კარფურში'' გაჩენილ ხანძარს სადენებს უკავშირებენ
გორში დღეს ხანძარი გაჩნდა კარფურის მაღაზიაში.

სავაჭრო ცენტრი მაღალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაციაც განახორციელეს.

ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ განაცხადეს, რომ ცეცხლი სადენებს გაუჩნდა.

რა ვითარებაში იყო სადენები ან რატომ გაუჩნდა ცეცხლი, ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს აკეთებენ.

სავაჭრო ცენტრში დღეს მუშაობა შეწყდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები