ახალი ამბები
ხაშურელი მეცნიერი, რომელიც ამერიკის ორი შტატის საპატიო მოქალაქეა
ხაშურელი მეცნიერი ვლადიმერ ბარბაქაძე ამერიკის ორი შტატის საპატიო მოქალაქეა.

მეცნიერი ამჟამად ხაშურში იმყოფება და ის ხაშურის მუზეუმის ხელმძღვანელმა თამაზ ლაცაბიძემ მოინახულა.

თამაზ ლაცაბიძის განცხადებით, დიდი დათვის თანავარსკვლავედის ერთ-ერთ ვარსკვლავს სწორედ აკადემიკოსის სახელი დაერქვა. (URSA Minor BA 14h 37m 21.62s D740 40`0,9”).

,,2008 წლის მეცნიერებათა ნომინაციის მონაწილე ვლადიმერ ბარბაქაძის მონაცემები შეტანილია წიგნში „XXI საუკუნის უდიდესი მოაზროვნენი“ და „კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი“. არის ამერიკის ორი შტატის საპატიო მოქალაქე. დაჯილდოებულია სიგელებით „Great Minds of XXI Cenctury” და მედლებით.'' - აღნიშნავს თამაზ ლაცაბიძე.



,,სამშობლოსგან შორს მყოფი მეცნიერი, ვლადიმერ ბარბაქაძე არ ივიწყებს მშობლიურ მხარეს და ყოველ ზაფხულს სტუმრობს საკუთარ სახლს ხაშურში. წელს, ბატონი ვლადიმერი კვლავ ხაშურშია და ჩვეული გულმოდგინებით თანამშრომლობს მუზეუმელებთან. მან თავისი ბიბლიოთეკიდან არაერთი საინტერესო სამეცნიერო წიგნი გადმოსცა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს საჩუქრად. ჩვენი ურთიერთობა გრძელდება.'' - აღნიშნავს თამაზ ლაცაბიძე.

ვლადიმერ ბარბაქაძე დაიბადა 1940 წელს, ხაშურში. 1957 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ოქროს მედალზე.

1962 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 

1967-1968 წ. წ. იყო გერმანიის ქ. დრეზდენის სატრანსპორტო უნივერსიტეტის სამშენებლო მექანიკის კათედრისა და დრეზდენის უნივერსიტეტის ასპირანტი.

არის 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 20 სამეცნიერო წიგნის და სახელმძრვანელოს, 37 სავტორო მოწმობის, მათგან 3 პატენტის ავტორია.

ვ. ბარბაქაზე არის ავტორი ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომებისა სამშენებლო კონსტრუქციების სფეროში, რომელთაც ანალოგი არ გააჩნია.

მათ შორის:

- სამშენებლო კონსტრუქციების გაანგარიშებისა და დაპროექტების თეორია დეფორმირებულ გარემოში კუთხური ამონაჭერის გათვალისწინებით (დაამუშავა შერეული მეთოდი, რომელიც გამოიყენება დეფორმირებულ გარემოში სამშენებლო კონსტრუქციის ამოცანების გამოსათვლელად);

- რკინაბეტონის და არმოპოლიმერბეტონის კონსტრუქციების მოდელირების თეორიისა და პრაქტიკის საკითხების დამუშავება;

- ოპტიმიზაციის საკითხების განვითარება და სამშენებლო კონსტრუქციების კვლევა მოდელებზე(სტატიკა, დინამიკა), კონსტრუქციათა და ნაგებობათა ხანგამძლეობა და საიმედოობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები