ახალი ამბები
გორში შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნება
გორში შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნება. ამის შესახებ კულტურის ცენტრიდან გვაცნობეს.

ღონისძიება სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი. შვიდქიმიანი ვარსკვლავის დამზადების თაობაზე დავით ოქიტაშვილს გორის მერიიდან უკვე მიმართეს.

შალვა მოსიძე 1967 წლიდან გორის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა, რომელმაც 1970 წელს გორის ქალთა გუნდი დააარსა.

არის საგუნდო დირიჟორი, ქორმაისტერი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-ემერიტუსი, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის ორგზის კავალერი ქ. გორის საპატიო მოქალაქე, წმინდა გიორგის ოქროს ორდენოსანი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები