ახალი ამბები
ორი მატჩის ბილეთების თანხით გორის ,,დილა'' სქოლიოზით დაავადებულ ფეხბურთელს დაეხმარება
გორში ,,დილას'' სტადიონზე ჩატარებული ორი მატჩი საქველმოქმედო იქნება.

გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა 20 წლის ფეხბურთელის, ნიკა შუბითიძის დასახმარებლად გადაირიცხება.

როგორც ,,დილას'' ადმინისტრაცია იუწყება, საქველმოქმედი იქნება 25 აგვისტოსა და 29 აგვისტოს თამაშები.

დღეს 25 აგვისტოს ,,დილა'' ხვდება ,,შუქურას'', ხოლო 29 აგვისტოს ,,დინამო - თბილისს''.

20 წლის ფეხბურთელს ნიკა შუბითიძეს სქოლიოზის დიაგნოზი დაუსვეს და მას თურქეთის კლინიკაში ესაჭიროება მკურნალობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები