ახალი ამბები
ნინოშვილი-პუშკინის ქუჩების კვეთაზე შუქნიშანი დამონტაჟდება - გორის მერია
გორის ერთ-ერთ პრობლემურ უბანზე, სადაც ავარიები ხშირია, შუქნიშანი დამონტაჟდება.

ამის შესახებ პროექტი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა უკვე მოამზადა.

მასალები საკრებულოს გადაეგზავნა, სადაც საკითხის განხილვა უახლოეს სხდომაზე მოხდება.

როგორც მერიაში განმარტავენ, თანხმობას საკრებულოსგან ელოდებიან.

ნინოშვილი-პუშკინის ქუჩების კვეთაზე ყოველდღიურად ინტენსიური მოძრაობა. აქ ერთმანეთს წმინდაწყლიდან, ვერხვების დასახლებიდან და ქალაქის ცენტრიდან მიმავალი მანქანები ხვდებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები