ახალი ამბები
ქალაქი გორი ლიეტუვას ქალაქ უტენას დაუმეგობრდა
გორის მერიის თანამშრომლები ლიეტუვას ქალაქ უტენაში იმყოფებიან, სადაც ქალაქის დაარსების 762-ე წლისთავს აღნიშნავენ.



დელეგაციაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ანესაშვილი, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ელზა მიქელაძე, სპორტის ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენელი ვასილ ბალახაძე იმყოფებიან.



გორის მერიის დელეგაცია ქალაქ უტენას საზეიმო მიღებაზეც იმყოფებოდნენ.

დელეგაციამ ქალაქის მერი გორის დღეებზე მიიწვია.

ქალაქი უტენა ვილნიუსიდან 103 კმ მანძილზე მდებარეობს. 1990 წელს ქალაქში ცხოვრობდა 35 200 კაცი, 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია და შეადგენს 32 789 კაცს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები