ახალი ამბები
გორის მერია სტალინის #10-ის წინ ზებრაგადასასვლელის გაკეთებას აპირებს
გორში სტალინის გამზირზე ახალი ზებრაგადასასვლელი გაკეთდება.

პროექტის მიხედვით, ქვეითთა გადასასვლელი გათვალისწინებულია სტალინის #10-სა და #9-ს შორის არსებულ საფარზე.

ამ ეტაპზე მერია თანხმობას საკრებულოსგან ელოდება, სადაც მასალები უკვე გადაგზავნილია.

საკითხი უახლოეს სხდომაზე განიხილება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები