ახალი ამბები
გორში ქვეითებისთვის კიდევ ერთი გადასასვლელი გაკეთდება საპატრულო პოლიციის მოთხოვნით
გორში ქვეითებისთვის კიდევ ერთი გადასასვლელი გაკეთდება.

ამის შესახებ გორის მერიამ თანხმობის მისაღებად საკრებულოს მიმართა. საკითხი უახლოეს სხდომაზე განიხილება.

ქვეითთა გადასასვლელი საპატრულო პოლიციისა და გორის შს სამმართველოს შენობის წინ მოეწყობა.

როგორც ირკვევა, ქვეთთა გადასასვლელისთვის ადგილის გამოყოფა საპატრულო პოლიციამ ითხოვა.

მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოსახლეობა ისედაც თვითნებურად სარგებლობს გზით, რადგან გზის ერთ მხარეს ავტოპარკინგია, ამავე დროს, უამრავი ხალხი მოძრაობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები