ახალი ამბები
კირბალის წმ. ლომისის ეკლესიის კარი რუსეთის მესაზღვრეებმა აჭედეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ კირბალის სიახლოვეს, ეკლესიის კარი აჭედილია.

როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, ეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

ფოტო და ვიდეოები სწორედ დავით ქაცარავამ გაავრცელა. ქაცარავას თქმით, ასე ექცევა ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ქვეყანა ქართველ ხალხს.

წმ. ლომისას ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით.

ეკლესიაში ხშირად მიდიოდნენ მწყემსები, ასევე, ადგილობრივი მცხოვრებლები განსაკუთრებით გიორგობის დღესასწაულზე ახერხებდნენ მოლოცვას, რაც საოკუპაციო ძალების გაღიზიანებას იწვევდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები