ახალი ამბები
სკოლის ბანკეტი 1963 წელს - ფოტოისტორია
ფოტოზე 17-18 წლის ახალგაზრდები არიან გამოსახულნი, რომლებიც 1963 წელს სკოლის დამთავრებას აღნიშნავენ.

ფოტო სოფელ ქვახვრელში მცხოვრებმა მ. თათრიშვილმა სოფლის ჯგუფში გამოაქვეყნა. ავტორი წერს, რომ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი დედამისია.

სკოლის დამთავრებას აღნიშნავენ გორის რაიონის სოფლების, ქვახვრელისა და უფლისციხის მოსწავლეები. ამჟამად, ისინი 76-77 წლის ასაკის არიან. რამდენიმე ცოცხალი აღარცაა.

უფლისციხეში სკოლა 8-წლიანი იყო, ამიტომ უფროსკლასელები ქვახვრელის საშუალო სკოლაში დადიოდნენ.

ფოტო ბევრი ოჯახისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა და საკუთარი ოჯახის წევრები ამოიცნეს.

ფოტოები გამორჩეული იმითაც, რომ გადაღებულია კარგი ხარისხით, ასევე ჩანს იმ პერიოდის ახალგაზრდების საზეიმო ჩაცმულობა, ვარცხნილობა, გართობის საშუალებები - დოლი, გარმონი, ფანდური და გიტარა. მუსიკალურ ინსტრუმენტებს თავად კურსდამთავრებულები ფლობენ.

მოსწავლეებს შორის ჩანაც პედაგოგებიც.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები