ახალი ამბები
ხაშურის სტადიონზე გათამაშებისთვის ჩატანილი სპორტული ინვენტარი მშობლებმა ,,დაიტაცეს''
ხაშურის სტადიონზე ჩაიშალა ღონისძიება, სადაც სპორტული ინვენტარი უნდა გათამაშებულიყო.

29 აგვისტოს ,,ივერიის'' სტადიონზე შეკრებილმა ადამიანებმა, ძირითადად მშობელთა ნაწილმა სპორტული ინვენტარი ,,მოიპარა''.

ღონისძიებას სპორტული მაღაზია Jassport-ი მართავდა. ხაშურში იმყოფებოდა ასევე იუთუბერი ომარ ჩიტიშვილი. საფეხბურთო „ჩელენჯებში'' გამარჯვებულებს პრიზები ბუცები, მაისურები და ბურთები უნდა გადასცემოდათ.

,,ჯერ კიდევ იქიდან მივხვდი, რომ განწყობა არეული იყო, როდესაც სტადიონის ადმინისტრაციას შევხვდით. მიკროფონები რატომ არ გაქვთო, სტადიონი იტკეპნებაო. ძალიან ცუდად დაგვხვდნენ სტადიონის თანამშრომლებიც. ჩვენ ჩამოვედით კეთილი ნებით, მაგრამ დახვედრა იყო ასეთი, ხაშურში.'' - აცხადებენ ორგანიზატორები.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სტადიონზე შეტანილი ინვენტარი მშობლებმა რამდენიმე წამში დაიტაცეს.

,,ნელ-ნელა იპარავდნენ, ჯერ კოკა-კოლა აიღეს. უფროსობა გახარებული იყო, რომ ეს ნივთები ჩავიტანეთ. ვხედავდით, როგორ იპარავდნენ. ჯერ თვითონ დაიწყეს ქურდობა, მერე იმდენი ბავშვი და მშობელი იყო, უმართავი გახდა სიტუაცია. ის მშობლები კი, ვისაც არ შეხვდათ ბუცები თუ ბურთები, მოგვაძახეს, უნამუსოები ხართო'' - აცხადენ ,,ჯასპოტის'' წარმომადგენლები.





Print

სტატიის გამოყენების პირობები