ახალი ამბები
ნიქოზში შუაბრინჯაოს ხანის დიდგვაროვანთა სამარხი აღმოაჩინეს
ნიქოზში შუაბრინჯაოს ხანის დიდგვაროვანთა სამარხი აღმოაჩინეს.

არქეოლოგიური გათხრები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა მკვიდრმა, ბადრი დევიძემ საკუთარ ნაკვეთში, მიწის ხვნის დროს, უცნაური ნივთები იპოვა.

საქმეში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის წარმომადგენები ჩაერთვნენ. პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფმა ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური გათხრები დაიწყეს.

გათხრები მიმდინარეობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივად დაფინანსებული პროექტის ,,არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს" - ფარგლებში.

31 აგვისტოს ნიქოზში სპეციალური ბრიგინგი გაიმართება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები