ახალი ამბები
გორელი პარასპორტსმენი ლევან მახათაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა მკლავჭიდში
გორელი პარასპორტსმენი ლევან მახათაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა მკლავჭიდში. ჩემპიონატი ყაზახეთში მიმდინარეობს.

მახათაძე ამავე დროს ევროპის ჩემპიონია.

ლევან მახათაძე ბავშვობიდანვე ეტლით მოსარგებლეა. მას ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუდგინეს. დაამთავრა გორის მეოთხე საჯარო სკოლა და სწავლა განაგრძო გორის უნივერსიტეტში.

2015 წლიდან არის PITA-ში (სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი) მოხალისედ. ასევე მუშაობს გორის კეთილდღეობის და განვითარების ცენტრში.

ასევე ვარ პარასპორტსმენი, მკლავჭიდელი, ვმუშაობ ტრენერად და გარდა მკლავჭიდისა, ვცდილობ, ბავშვებში ხელი შევუწყო ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.

ლევანი წლებია შშმ პირების უფლებების დასაცავად და შეზღუდულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ასამაღლებლად გამუდმებით იბრძვის, რადგან ფიქრობს, რომ დასრულდა ის დრო, როცა შეზღუდულობა სირცხვილი იყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები