ახალი ამბები
,,გამოვცვლიდით ჩვენ თვითონ ნათურას, მაგრამ დენმა რომ დაგვარტყას?'' - ახალგაზრდების მოთხოვნა ხიდისთავში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში თვეზე მეტია მინისტადიონი ნახევრად განათებულია.

ახალგაზრდები ითხოვენ, რომ შესაბსმისმა სამსახურებმა ნათურის დაყენების უფლება მისცენ, რადგან თავად არ მიდიან და ნათურას არ ამონტაჟებენ.

,,სულ რაღაც 30 ლარი ღირს, თუ თვითონ არა აქვთ, ჩვენმე ვიყიდით ამ ნათურას, უბრალოდ, ნებართვა მოგვცენ, გამოვცვლიდით ჩვენ თვითონ, მაგრამ დენმა რომ დაგვარტყას? თუ არა და, გამოგვიგზავნონ სპეციალისტი, რომ ნათურა დავაყენოთ. არ გვინდა, რომ დენმა დაგვარტყას'' - გვითხრეს ხიდისთავში.

მინისტადიონი ჭალის დასახლებაში მდებარეობს, სადაც ასევე სხვა უამრავი სავარჯიშო სივრცეა - კალათბურის, ფეხბურთის, კიკბოქსინგის, ტრენაჟორები და ასე შემდეგ. საჭიროა ნათურის დამატება, რომ საღამოობით ახალგაზრდები სხვადასხვა სპორტით დაკავდნენ.

აღსანიშნავია, რომ სტადიონი ეკუთვნის გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს, რომლის დირექტორიც და მოადგილეც ხიდისთაველები არიან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები